Sunday, June 29, 2014

დღე მეცხრე

დღეს დავასრულეთ პორტფოლიოს შექმნა და თითოეულმა მასწავლებელმა გავაკეთეთ ჩვენი პროექტის შესახებ პრეზენტაციები. ძალიან კმაყოფილი ვარ,რადგან მეტად საინტერესო დღე იყო.გული მწყდება,რომ დღეს დასრულდა ჩვენი 9 დღიანი ტრენინგი.
დიდი მადლობა ჩვენს სასიამოვნო ტრენერს, ქალბატონ მანანა კვინიკაძეს. 

Wednesday, June 25, 2014

დღე მეშვიდე

  • გავიხსენეთ დიფერენცირება გარდნერის  მრავალმხრივი ინტელექტის მიხედვით
  • ინტელექტის 10-ვე სახეობას შეუსაბამეთ შესაბამისი აქტივობები ჩვენი პროექტის მიხედვით .
  • შევქმენით  თვითშეფასების ფორმა 
  • გადავედით მე-6 მოდულის შესწავლაზე
  • შევქმენით  მოსწავლისათვის პრეზენტაციის გასაკეთებლად   დამხმარე შაბლონი.

Sunday, June 22, 2014

დღე მეექვსე


  • ვისწავლეთ პრეზენტაციაზე ვებ გვერდის დადება;
  • გავაკეთეთ მოსწავლის შეფასების რუბრიკა;
  • ბლოგზე გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები;
  • განვიხილეთ მოდული 5;
  • სლაიდშოუ გამოვაქვეყნეთ და ჩავაშენეთ ბლოგზე;

მოსწავლის ნიმუში

Saturday, June 21, 2014

მეხუთე დღე

ვისწავლეთ, როგორ გავაკეთოთ პოვერ პოინტში სლაიდშოუ, გადმოვწერეთ სურათები და ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია,გავაკეთეთ მოსწავლის ნიმუში.გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ.

Saturday, June 7, 2014

დღე მესამე

გადავხედეთ სტანდარტს და გამოვიყენეთ სიტყვები.
ვისწავლეთ, როგორ დავსვათ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
ვისწავლეთ,რომ ყველა სტანდარტს უნდა ჰქონდეს ამოცანები და ყველა ამოცანას სჭირდება შეფასება.ამოცანები რომ შეგვედგინა 21-ე საუკუნის სიტყვები გამოვიყენეთ.

Sunday, June 1, 2014

მეორე დღე

რეფლექსია

მოვისმინე იდეები პროექტის დასაგეგმად,ვისწავლე როგორ გავაკეთო პროექტის შაბლონი,ბუკლეტი.გადმოვწერე სურათები, ტექსტები და ჩავსვი ბუკლეტში.